18 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
მოვლენ თუ არა საპატრიარქოში ანდრია სარია და იღუმენია თამარი, მათი გადასაწყვეტია - მიქაელ ბოტკოველი

"მე ძალიან კორექტულად დავურეკე მათ და ვთხოვე, როგორც პატრიარქის მდივანმა, კომისიის დავალებით რომ ისინი მობრძანდნენ საპატრიარქოში," - ამის შესახებ კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, რითაც საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიასა და იღუმენია თამარ გამყრელიძეს ზნეობრივი კომისიის სხდომაზე დაბარებას გამოეხმაურა.

"ვთხოვე საპატრიარქოში მოსვლა კომისიის დავალებით, როგორც პატრიარქის მდივანმა. მოვლენ თუ არ მოვლენ, ეს მათი გადასაწყვეტია," - განაცხადა მიქაელ ბოტკოველმა.

საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო საპატრიარქო მღვდელ-მონაზონ ანდრია სარიასა და იღუმენია თამარ გამყრელიძეს ზნეობრივი კომისიის სხდომაზე იბარებს. შეხვედრაზე მისვლას არც ერთი სასულიერო პირი არ აპირებს. მღვდელ-მონაზონი ანდრია და იღუმენია თამარ გამყრელიძე პეტრე ცაავასთან ერთად ჭყონდიდის ეპარქიაში მსახურობდნენ, თუმცა მისი მღვდელთმთავრობიდან გადაყენების შემდეგ ეპარქია ორივემ დატოვა.

 

დღის ამბები