03 ოქტომბერი 2024,   17:19
ვრცლად
მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული მანქანები და გადახდილი სახურავები თბილისში

უამინდობის გამო მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქის სამაშველო სამსახურში 50-მდე შეტყობინება შევიდა. ქარმა რამდნეიმე შენობას სახურავი გადახადა, მოგლეჯილია ხეები, რის გამოც რამდენიმე მანქანა დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, ნალექი და ქარი საქართველოს მასშტაბით დღის ბოლომდე შენარჩუნდება, თუმცა ხვალიდან დღის მეორე ნახევარში უკვე გამოიდარებს.

წვიამიანი ამინდები დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში მაინც შენარჩუნდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები