03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
ხელისუფლებამ ძალადობის შესაჩერებლად ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს, - არასამთავრობოები

გახშირებული ძალადობა ქალებზე და მათი მკვლელობები ბოლო დღეების ყველაზე აქტუალური თემა გახდა. საზოგადოების ყველა ფენა პროტესტს გამოთქვამს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ძალადობის შესაჩერებლად არსებული ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს და ამ პროცესში აქტიური უნდა იყოს საზოგადოებაც.

ოპოზიცია ქალებზე ძალადობის გახშირებულ ფაქტებს ხელისუფლების უმოქმედობით ხსნის, უმრავლესობა კი ამ სახის დანაშაულის პრევენციისთვის პარლამენტში საგანგებო შეხვედრას გეგმავს.

შსს ოფიცალური მონაცემების მიხედვით, 2007 წლიდან 2014 წლამდე ოჯახური ძალადობის 1 102 შემთხვევა დადასტურდა და ამ პერიოდში ოჯახური ძალდობის მსხვერპლი გახდა 1 010 ქალი და 117 მამაკაცი.

ამავე თემაზე
დღის ამბები