18 ნოემბერი 2024,   08:17
ვრცლად
"სისტემა უნდა დაინგრეს" -  “მწვანე სკოლასთან" უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს

“მწვანე სკოლასთან" უფლებადამცველებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე წარწერები დატოვეს. უფლებადამცველების ნაწილის თქმით, სანამ საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება და არ დადგინდება, არის თუ არა  სკოლა მომხდარ ფაქტთან კავშირში, სკოლამ დროებით უნდა შეაჩეროს სასწავლო პროცესი.

აქციის მონაწილეები, გულგრილობის ფაქტთან დაკავშირებით, სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. უფლებადამცველების ნაწილი მოითხოვს, დაისაჯოს ყველაის პოლიციელი, რომელსაც მოზარდის ტრაგედიაში რაიმე ბრალი მიუძღვის. 

"რადგან შენობაზე დაინახეს წარწერა, ჩათვალეს, რომ ლუკას ბრალეულობა იკვეთებოდა და ეგრევე გამოიძახეს პოლიცია. არც დაელაპარაკნენ ბავშვს, არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონიათ. ამიტომ, ეს მნიშვნელოვანი ელემენტებია, ნებისმიერ აღმზრდელოებით დაწესებულებაში ეს პროცედურა უნდა იყოს მკაცრად დაცული,“ - განაცხადა  ალექსანდრე კობაიძემ

დღის ამბები