"ლუკასთვის"-ამ სახელწოდების აქცია ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტთან სკოლის მოსწავლეებმა, სტუდენტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის "ალტერნატივა" წევრებმა გამართეს.
აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ უნივერსიტეტთან სიმბოლურად შეიკრიბნენ, რადგან ლუკაც სტუდენტი უნდა გამხდარიყო, თუმცა ის სისტემამ მოკლა.
ახალგაზრდები სოლიდარობას უცხადებენ 15 წლის ლუკა სირაძის ოჯახს და გმობენ მომხდარ ფაქტს. ორგანიზატორებმა უფრო მასშტაბური აქცია ბათუმში დღეს 20:00 საათისთვის დაანონსეს.