პარლამენტის ადამიანის უფლებათა და იურიდიული კომიტეტების თავმჯდომარეების, სოფიო კილაძისა და ანრი ოხანაშვილის ინიციატივით, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტში მივა.
უმრავლესობის წევრების განმარტებით, მათ აინტერესებთ დამატებითი დეტალები, რაც 15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით ომბუდსმენმა შესაძლოა, იცოდეს.
შეგახსენებთ, რომ მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, გუშინ საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 წლის ლუკა სირაძე მე-9 სართულიდან 12 დეკემბერს გადმოხტა.
ამ ფაქტს წინ უძღოდა "მწვანე სკოლის" ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერები, რომელთა გამოც, მოსწავლე მოწმის სახით დაკითხეს. ოჯახის წევრების და უფლებადამცველების თქმით, მოზარდზე პოლიციის მხრიდან ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.