15 წლის ლუკა სირაძის საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღეს 18:00 საათზე იმსჯელებს. ჩოლოიანი ამ დროისთვის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკაშია მოთავსებული, შესაბამისად, სად გაიმართება სასამართლო პროცესი, ჯერჯერობით უცნობია.
მარიანა ჩოლოიანს ბრალი დღეს საავადმყოფოში წაუყენეს. დაკავებული გამომძიებელი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ჩოლოიანს ბრალი კავკასიის მედიცინის ცენტრში წარუდგინეს, სადაც ის მკურნალობას გადის.