03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
ებოლას საფრთხის გამო, მექსიკისკენ მიმავალმა გემმა მარშრუტი შეცვალა

ებოლას საფრთხის გამო, მექსიკისკენ მიმავალმა საკრუზო გემმა მარშრუტი შეცვლა და ტეხასის პორტში დაბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდ "კარნივალ მეჯიკზე" იმყოფებოდა დალასის კლინიკის ერთ-ერთი თანამშრომელი, რომელსაც შესაძლოა შეხება ჰქონოდა ებოლათი დაავადებულ პაციენტთან.

ხომალდზე, გავრცლებული ინფორმაციით, 4 ქართველიც არის. ერთ-ერთი მათგანის ახლობელი "კურიერს" დაუკავშირდა და ხომალზე მომხდარი დეტალები უამო. მისი თქმით, გემის ერთ-ერთი მგზავრი დაიღუპა. თუმცა ამ ფაქტს ოფიციალური წყაროები ამ ეტაპზე არ ადასტურებენ.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, 21-დღიანი საინკუბაციო პერიოდის გასვლისა და სიმპტომების არქონის მიუხედავად, კაპიტანი მეუღლესთან ერთად საკუთარი ნებით იზოლაციაში მოექცა. პრევენციის მიზნით, ხომალდზე სანაპირო დაცვის ვეტრმფრენით მედიკოსები დაეშვნენ და მათ სისხლის ანალიზებიც აუღეს.

ეკიპაჟის წევრები ამბობენ, რომ ყველა მგზავრი გაფრთხილებულია და მათი დასნებოვნების რისკი ფაქტობრივად არ არსებობს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები