26 აპრილი 2024,   13:03
ვრცლად
ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპი 2021 წელს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ პაატა გურასპაულის განცხადებით, ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპი 2021 წელს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება.

"ყველაფერი გავაკეთეთ, ხელისუფლებასთან მოლაპარაკება გვქონდა, მათი მხრიდან იყო მზადყოფნა. პირველი, რაზეც ვსაუბრობდით დიღომში ახალი დარბაზის აშენება იყო, რაც სამწუხაროდ გამოირიცხა. მეორე რაზეც ვიფიქრეთ, სპორტის სასახლის განახლება იყო, რაც რიგი მიზეზების გამო შეუძლებელია.

საბოლოოდ დაგვრჩა ოლიმპიური სასახლე, რომელსაც გადავაკეთებთ და 10 000 მაყურებელზე მეტს დაიტევს. მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, რომელიც მშენებლებს იანვარში რეკონსტრუქციის საშუალებას მისცემს. რეკონსტრუქცია ფიბას სტანდარტების შესაბამისი იქნება. ვფიქრობ, ის ევრობასკეტის მოთხოვნებს დააკმაყოფილებს," - განაცხადა გურასპაულმა.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ფიბას სტანდარტების დარბაზის მომზადებას ვერ შეძლებს, ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა, შესაძლოა, ავსტრიას გადაეცეს.

დღის ამბები