18 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
გეგუთის სასახლის მარნის ქვევრში ჩამაგრებული რკინის კონსტრუქცია - გიდები კულტურული მემკვიდრეობის დაზიანებაზე საუბრობენ

გეგუთის მარნის ქვევრში ჩამაგრებული რკინის კონსტრუქცია გიდების უკმაყოფილების მიზეზი ხდება - რეაბილიტაციის სახელით, ქვევრში ჩამაგრებული რკინის კონსტრუქცია მიუღებლად მიაჩნიათ და ამბობენ, რომ დროთა განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განადგურდება.

გიდების პროტესტს ადგილობრივი მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. გარდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებისა, ისინი ქვევრის, როგორც ქართული საგანძურის შეურაცხყოფაზე საუბრობენ.

გეგუთის სასახლის გვიანი მარნის რეაბილიტაცია 2016 წელს დაიწყო. განახლების გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ მიიღო, სადაც ამბობენ, რომ განხილულ ვარიანტებს შორის არჩეული ყველაზე ოპტიმალური იყო და ამით მარანი არ დაზიანებულა.

რეაბილიტაციის არჩეული მეთოდი საეჭვოდ ეჩვენებათ სპეციალისტებსაც. გეგუთის სასახლის მარანი უკვე რეაბილიტირებულია და მის შეცვლას არავინ აპირებს. დააზიანებს თუ არა უძველეს ქვევრებს რკინის კონსტრუქციები, ამას დრო აჩვენებს.

 

დღის ამბები