18 ნოემბერი 2024,   08:19
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი: საერთაშორისო საზოგადოება ექიმის უკანონო პატიმრობას მიუღებლად მიიჩნევს

ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე მეორე თვეა, ცხინვალის იზოლატორში, უკანონო პატიმრობაში იმყოფება. 

მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს წლითა და ცხრა თვით პატიმრობა შეეფარდა, მისი კოლეგები იმედოვნებენ, რომ ექიმს "ამნისტია" შეეხება და დე ფაქტო ხელისუფლება მას საახალწლოდ გამოუშვებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი, ვლადიმერ კონსტანტინიდი კი აღნიშნავს, რომ ექიმის უკანონო პატიმრობის ფაქტს საერთაშორისო საზოგადოებაც ცალსახად აღნიშნავს.

"როგორც ცნობილია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ექიმის დაკავების პირველივე დღიდანვე მოახდინა საერთაშორისო საზოგადოების დროული ინფორმირება და კონსოლიდაცია," - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

დღის ამბები