03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
დირექტორების არჩევნები და განათლების მინისტრის მიმართ გაზრდილი უკმაყოფილება

განათლების სამინისტროს მიერ ჩატარებული დირექტორების ბოლო არჩევნები თამარ სანიკიძის მიმართ უკმაყოფილების კიდევ უფრო გაზრდის მიზეზი გახდა.

პედაგოგები, დირექტორები და ყოფილი დირექტორები მინისტრს კონკურსის არაობიექტურად ჩატარდებაში ადანაშაულებენ.

კომისიამ 90-ამდე კანდიდატი გამოთიშა არჩევნებს. საქართველოს საგნამათლებლო ალაინსში მიიჩნევენ, რომ სკოლების უმრავლესობას არჩევანის გაკეთების საშუელბა არ მიეცა, რადგან ასარჩევად თითო კანდიდატი წარედგინათ.

განათლების მინისტრი "პოსტსკრიპტუმთან" საუბარს არ თანხმდება და მხოლოდ პირდაპირ ეთერს ითხოვს.

პარლამენტში განათლების კომიტეტის წევრი, ელისო ჩაფიძე აცხადებს, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანისას ეს ხარვეზები უნდა გამოსწორდეს.

საქართველოს მასშტაბით სკოლაში არჩევნების პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას კი 10-მდე ყოფილი დირექტორი ელოდება, სწორედ მაშინ გაირკვევა მიეცემათ, თუ - არა მათ არჩევნებში კენჭისყრის საშუალება.

ამავე თემაზე
დღის ამბები