18 ნოემბერი 2024,   08:20
ვრცლად
ჟონგლიორი ჯამბაზების წარმოდგენა, შოუ ქიმიური ელემენტებით - მზადება ახალი წლისთვის

დღეს 8 საათზე რესპუბლიკის მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთება. საახალწლო ღონისძიებების კვირეულს, ნაძვის ხის ანთების პარალელურად მუსიკალური წარმოდგენა გახსნის.

მიუზიკლზე ნიკა შველიძემ და მუსიკოსმა მიშა მდინარაძემ იმუშავეს და ცნობილი მსახიობებისა და სოლისტების გარდა, ბავშთა კაპელა და გუნდებიც მონაწილეობენ.

მუსიკალური წარმოდგენა გვიყვება ამბავს ზღაპრული მატარებლით დროში მოგზაურობის შესახებ. ამ მოგზაურობისას ყველასათვის საყვარელი საბავშვო ფილმების გმირებს ცნობილი არტისტები გააცოცხლებენ.

თბილისის მერის მოადგილის სოფიო ხუნწარიას განცხადებით, რესპუბლიკის მოედანზე 25-დან 13 იანვრის ჩათვლით სხვადასხვა გასართობი თუ შემეცნებითი აქტივობები მთელი დღის განმავლობაში იქნება: ჟონგლიორი ჯამბაზების და ილუზიონისტების წარმოდგენა, შოუ ქიმიური ელემენტებით, მრავალფეროვანი ვორქშოფები პატარებისთვის, სასულე ორკესტრის და დრამერების წარმოდგენები, ზღაპრების კითხვა, საბავშვო ფილმების ჩვენება, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

"წელს განსხვავებული სლოგანი გვაქვს - ისტორიით სავსე ქალაქი. ჩვენი დედაქალაქი მართლაც ისტორიით სავსე არის და თითოეულ ადამიანს ჩვენი ისტორია გვაქვს, რამაც აკინძა საბოლოო ჯამში ჩვენი დედაქალაქი. ჩვენ გვინდა კიდევ ერთი ისტორია შევქმნათ, რომელიც იქნება საახალწლო, დაიწყება 25 დეკემბერს და დასრულდება 13 იანვარს," - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.  

დღის ამბები