კულტურის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები კულტურის სფეროს ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადებასა და კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას ითხოვენ. ისინი შესაბამისი შინაარსის წერილით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავენ.
კულტურის სფეროს წარმომადგენლები მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთმანეთისგან გამოყოფას ითხოვენ. განცხადებას 50-მდე ხელოვანი აწერს ხელს.
დავით ევგენიძე დარწმუნებულია, რომ ქვეყნისთვის ორი მნიშვნელოვანი მიმართულების გაერთიანებით საქართველოს მთავრობამ შეცდომა დაუშვა, მისი თქმით, ახლა ჯერი ხარვეზის გამოსწორებაზეა. მუსიკოსი გაერთიანების შემდეგ გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს.
მოქანდაკე გია ჯაფარიძე, რომელიც ერთ-ერთი ხელმომწერია, მიიჩნევს, რომ წარმატებისთვის კულტურის სფეროს დამოუკიდებლობა და ხელოვანებისთვის მისაღები ხელმძღვანელი ესაჭიროებათ.
კულტურის სფეროს განვითარების აუცილებლობაზე საუბრობს რეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი. მისი თქმით, სწორედ ხელოვნებისა და კულტურის დახმარებით საქართველო ტურისტულ პოტენციალს ზრდის.
წერილის ადრესატმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ხელოვანებს უკვე უპასუხა. არჩილ თალაკვაძის თქმით, კულტურის სფეროს წარმომადგენლების მოთხოვნა ლეგიტიმურია.