03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
პრემიერის სახლთან აქციის მონაწილეები დააკავეს

ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან, მოსეშვილის ქუჩაზე, აქციის მონაწილეები დააკავეს. "კურიერის" ჟურნალისტის ცნობით, დაკავებულებს შორის არის ბაჩო ახალაიას ადვოკატი რომეო საჯაია. 

პრემიერის სახლთან დაახლოებით 19 საათისთვის ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი პრემიერს მოსამართლეზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. 

აქციის მონაწილეების თქმით, რამდენიმე უცხო პირმა წამოიწყო პროვოკაცია. პროვოკაციას დაპირისპირება და ჩხუბი მოჰყვა. პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.

ბაჩო ახალაიას საქმეზე სასამართლო პროცესი 22 ოქტომბერსაა დანიშნული. 

ამავე თემაზე
დღის ამბები