მეტროსადგურ "სადგურის მოედანზე" მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მატარებელი სადგურში შემოვიდა. პერსონალმა მისი გაჩერება დროულად მოახერხა.
მატარებელს მამაკაცისთვის არ გადაუვლია, ის მაშველებმა ამოიყვანეს. ახლა მგზავრი საავადმყოფოშია. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, მეტროს რამდენიმე წუთით მაღალი ძაბვის მიწოდება შეწყვეტილი ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.