27 აპრილი 2024,   07:13
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ საკითხებზე კითხვებს თავს არიდებს და მედიას დამდეგ ახალ წელს ულოცავს

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დღეს ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის, ანზორ ერქომაიშვილის მეცნიერული ნაშრომის პრეზენტაციას დაესწრო.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარეს დღეს მედიის წარმომადგენლებმა კითხვები დაუსვეს, თუმცა ივანიშვილს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე  კომენტარი არ გაუკეთებია და ჟურნალისტებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

"გილოცავთ დამდეგ ახალ წელს ყველას"... - აღნიშნა ივანიშვილმა 

დღის ამბები