იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატის შერჩევის პროცედურაც და გადაწყვეტილებაც სახალხო დამცველის კრიტიკის მიზეზი გახდა.
ნინო ლომჯარია ერთ-ერთ ხარვეზად კანდიდატების დაუსაბუთებლად შერჩევას ასახელებს.
ომბუდსმენმა საკუთარი პოზიცია წერილობით გაავრცელა და დღეს დამატებითი განმარტება აღარ გაუკეთებია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ხარვეზებს ხედავს როგორც შერჩევის, ისე გადაწყვეტილების მიღების პროცესშიც.
ანა დოლიძე საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს იშველიებს და პარლამენტს უზენაესი სასმართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურის გაჩერებისკენ მოუწოდებს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ახალი სია სამოქალაქო სექტორის უკმაყოფილების საფუძველიც გახდა. მესამე სექტორი კლანური მმართველობაზე და კლანსა და ხელისუფლებას შორის გარიგებაზეც მიუთითებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება პოლიტიკური კრიტიკის მიზეზიც გახდა.
მმართველი გუნდის ოპონენტები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კლანური წესებით მოქმედებასა და ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებენ.
ოპოზიცია მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და სექტორში ძირეული რეფორმის აუცილებლობაზე საუბრობს.
მმართველ გუნდში ოპონენტების კრიტიკას პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობად აფასებენ. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ არსებულზე უკეთესი რეფორმა და მართლმსაჯულების სისტემა თავადაც სურთ.
"კურიერი" იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში დღეს განმარტება აღარ გააკეთეს.