03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
ებოლას გადადების საფრთხე და მისგან თავდაცვის საშუალებები - ვირუსის ისტორია

ებოლას ეპიცენტრია ნიგერია, სიერა ლეონე, ლიბერი და გვინეა. დაავადების გავრცელებას ანტისანიტარია კიდევ უფრო მეტად უწყობს ხელს.

ამ დროისთვის ებოლას ვირუსით მსოფლიოში 9 ათასი ადამიანია დაინფიცირებული, მათგან 4 ათას 500 უკვე დაიღუპა.

ებოლას გავრცელებას დასავლეთ აფრიკაში ტრადიციულმა სამზარეულომ შეუწყო ხელი.

საქართველომდე ვირუსს ჯერ არ მოუღწევია. დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ თუ უცხო ქვეყნები ებოლას იზოლაციას დროებით მოახდენენ, საქართველოს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა მიშვნელოვანია მოქალაქეების ინფორმაირება, რადგან სტანდარტული ხერხებით ებოლასგან თავის დაცვა არაფექტურია.

სხეულზე ებოლათი დააავადებული ლორწოვანი უჯრედები ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში თვალის, ცხვირის, პირისა და სასქესო ორგანოების საშუალებით ადვილად ხვდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, თუ დეკემბრამდე ინფიცირებული ადამიანების 70 პროცენტის კარანტინში მოქცევა ვერ მოხერხდა, შედეგი სავალალო იქნება. ანუ დეკემბრისთვის ებოლათი კვირაში 10 ათასი ადამიანი დაავადდება და მათ განკურებას გაეროს რესურსები აღარ ეყოფა.

დღეს პაციენტებს ევროპასა და აშშ-ში ძირითადად იზოლაციითა და ექსპერიმენტული ვაქცინით მკურნალობენ.

პირველად ებოლამ თავი აფრიკაში 1976 წელს იჩინა. მაშინ სუდანში 600 ადამიანი დაავადდა და აქედან 430 გადაიცვალა. მას შემდეგ ებოლამ ასეთი მასშტაბური სახე პირველად წელს მიიღო.

ამავე თემაზე
დღის ამბები