18 ნოემბერი 2024,   08:21
ვრცლად
6 დევნილ ოჯახს წინასაახალწლოდ ბინები გადაეცა

მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ, 6 დევნილი ოჯახი ახალ წელს საკუთარ ბინაში შეხვდება.
საცხოვრებელი ფართები მათ მარნეულში, ახალაშენებულ კორპუსში გადაეცათ.

იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები დევნილთა სააგენტოს ხელმძღვანელმა ბესარიონ სიმონიშვილმა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა გადასცეს.

მიმდინარე წელს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი ფართი 2 ათასმა დევნილმა ოჯახმა მიიღო.

მომდევნო წელს, ახალი საცხოვრებლის გადაცემა 2500-ზე მეტი დევნილი ოჯახისთვის იგეგმება.

ერთ-ერთი დევნილი შამილი ხორგუანი ამბობს, რომ წლებია მთავრობისგან ბინას ელოდება და ახლა ფართი წინასაახალწლოდ მიიღო.

"წლებია ველოდები საკუთარ სახლს და შვილის დაბადების დღეზე წინასაახალწლოდ შემატყობინეს, რომ ბინას მომცემდნენ," - განაცხადა შამილ ხორგუანმა.

დღის ამბები