18 ნოემბერი 2024,   08:15
ვრცლად
"არ გვილხინს, თუმცა უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად და გამოწვევებს არ შევუშინდეთ" - გიორგი გახარია

მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში ეკონომიკური მიმართულებები გაუმჯობესებულია.

"უნდა გავიხსენოთ ჩვენი ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტები, რაც დასახული გვაქვს. უმთავრესია სამუშაო ადგილები და ეს ნამდვილად არის ქვეყნისთვის ყველაზე დიდი გამოწვევა. ყველას გვესმის, რომ დღეს არ გვილხინს, თუმცა უნდა ვიმუშაოთ ყველამ ერთად და გამოწვევებს არ შევუშინდეთ.

ძლიერი ქართული ბიზნესი და ქართული კომპანიები ქმნიან სამუშაო ადგილებს, ამიტომ ბიზნესთან ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეკონომიკური ზრდის მიმართულებით საკმაოდ კარგი მაჩვენებელი გვაქვს, 5%-მდე. ტურისტული მიმართულებაც უმჯობესდება და ჩვენ გვექნება საშუალება, რომ ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებს მოვუსმინოთ, რა გეგმები აქვთ და როგორ გაუმჯობესდა მდგომარეობა," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები