03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
გიორხელიძის გატაცების ისტორიის დეტალები და ახალი ვერსიები

19 წლის სოსო გიორხელიძის გატაცების ამბავი ერთი კრიმინალური ისტორიიდან ბოლო კვირას ოპოზიცასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების ახალი საფუძველი გახდა. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო რაც პრემიერმა სტუდენტის გატაცებასთან ნაციონალური მოძროაბის შესაძლოა კავშირების შესახებ ისაუბრა.

გიორხელიძეების ოჯახის წევრები გატაცების დეტალებზე არ საუბრობენ. პოსტკრიპტუმტან საუბარში გატაცებულის დედა დასტურებს, რომ ყველაფერი ისე მოხდა, როგორც  მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფრომაცია.

ციცო ნიჟარაძე გატაცებაში ბრალდებულის დურშმიხან ღვარჩლიანის მეუღლეა. ამბობს მისი ქმარი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ნაციონალურ მოძრაობასთან დაპირისპირების გამო თანამდებობიდან წამოვიდა და ძალოვან უწყებებს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2013 წლის იანვრიდან დაუბრუნდა. დღესვე ნიჟარაძემ პოსტ სკრიპტუმს თავდაცვის სამინისტროში თავისი მეუღლის დანიშვნის დამადასტურებელი დოკუმენტიც გადასცა.

თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ გატაცებაში ოთხი ბრალდებულიდან ორი მათ უწყებაში მუშაობდა.

გიორგი ქალდანი ზემო აფხაზეთში შინაგანს საქმეთა სამინისტროს ერთ ერთ დანაყოფში ირიცხებოდა, თუმცა სამსახური რუსული ჯარის მიერ კოდორის ხეობის ოკუპაციის შემდეგ დაკარგა. ოჯახი ამბობს, რომ 2009 წლიდან ქალდანი თბილისში მშენებლობაზე ძმასთან რობერტ ქალდანთან ერთად მუშაობს.

დაკავებამდე გიორგი ქალდანი, ბოგდან ხმელინცკის ქუჩაზე 106 საჯარო სკოლის სარემონტო სამუშაოებზე იყო დასაქმებული, სკოლაში ამბობენ რომ სამუშაობის ინტენსიურ რეჟიმში ბოლო ათი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ანუ მაშინ, როდესაც გამოძიების მასალებით ქალდანი იოსებ გიორხელიძის გატაცებაში მონაწილეობდა, თუმცა კომპანია ტრანმშენის წარმომადგენლები, სადაც ქალდანი მუშაობდა, უარს ამბობენ გასცენ ინფორმაცია სამსახურში ქალდანის ბოლოჯერ გამოცხადების შესახებ.

ზურაბ კობეშავიძე რომლის აგარაკზეც გამოძიების ინფორმაციით გიორხელიძეს მალავდნენ ერთ-ერთ ვერსიად გამტაცებლისა და გატაცებულის ერთობლივ ქმედებასაც არ გამორიცხავს.

ამ დრომდე უცნობია რას აცხადებენ მომხდარზე თავად დაკავებულები. ისინი ადვოკატებს ხვალ გაესაუბრებიან, რის შემდეგაც გახმაურებულ საქმეზე დამატებითი დეტალები სავარაუდოდ  ცნობილი გახდება.  

ამავე თემაზე
დღის ამბები