03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
პრემიერ ღარიბაშვილის სახლთან მაშხალები დაანთეს

ამ წუთებში ხმაურია მოსეშვილის ქუჩაზე, სადაც ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა ქუჩაზე მაშხალები დაანთეს და პროტესტი ამ ფორმით გამოხატეს.

როგორც ბაჩო ახალაიას მეუღლემ ანი ნადარეიშვილმა rustavi2.com-თან საუბრისას განაცხადა, სამართალდამცველები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს განსაკუთრებულად აგრესიულად ექცეოდნენ.

„პირადად ჩემთან მოვიდა პოლიციელი ლადო სადღობელაშვილი, რომელმაც ხელი მკრა. ეს ის ლადო სადღობელაშვილია, რომელმაც 26 მაისს რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს დაშლის ოქმი მიუტანა,“ - განაცხადა ნადარეიშვილმა  rustavi2.com-ისთვის გაკეთებულ კომენტარში.

ამავე თემაზე
დღის ამბები