03 ოქტომბერი 2024,   17:28
ვრცლად
ებოლას გავრცელების საფრთხე საქართველოში

ლიბერიაში მყოფი საქართველოს მოქალაქე დღე-დღეზე ევაკუაციას ელოდება. პოსტსკრიპტუმი მას სკაიპის მეშვეობით ესაუბრა, თბილისში კი მისი ოჯახის წევრებს შეხვდა, რომლებიც რამდენიმე თვის წინ მომაკვდინებელ ვირუსს გამოექცნენ. ისინი საქართველოს საზღვარზე კონტროლის არარსებობაზე საუბრობენ.

საზღვარზე კი აცხადებენ, რომ თუ მგზავრს დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღმოაჩნდა მას აკვირდებიან. ამისათვის მომზადებულია სპეციალური სივრცე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური რუქის მიხედვით თურქეთშიც ბინადრობენ იმ სახეობის ღამურები, რომლებიც ვირუსის გავრცელების ძირითად საფრთხეს წამოადგენენ.

საქართველოს მთავრობა მოსახლეობას ურჩევს თავი შეიკავონ ლიბერიაში, ნიგერიაში, სიერა ლეონესა და გვინეაში მოგზაურობისაგან. 

ამავე თემაზე
დღის ამბები