21 დეკემბერი 2024,   17:54
ვრცლად
უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფა - სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტს სამძიმრის წერილი გაუგზავნა 

სალომე ზურაბიშვილმა უკრაინის პრეზიდენტს უკრაინული ავიალაინერის კატასტროფის შედეგად დაღუპულთა გამო სამძიმრის წერილი გაუგზავნა. საქართველოს პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკის ქართველი ხალხის სახელით თანადგომა გამოუცხადა და დაღუპულთა გამო ღრმა მწუხარება გამოხატა. 

"მინდა, უდიდესი მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის გამო, რომელიც ამ დღეებში დაატყდა თავს თქვენს ქვეყანას. დღეს ყველა ერთად ვგლოვობთ ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულ ადამიანებს. მე და ქართველი ხალხი მთლიანად ვიზიარებთ ამ ტკივილს.  
ახლა ჩვენ მთელი გულითა და გონებით ვდგავართ დაღუპულთა ოჯახების გვერდით და თანაგრძნობას ვუცხადებთ მათ აუნაზღაურებელი დანაკლისის გამო. გისურვებთ გამძლეობასა და განსაცდელთან ღირსეულად გამკლავებას“,- აღნიშნულია წერილში. 

დღის ამბები