03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
ამერიკულ ხომალდზე მყოფი ქართველების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საკრუიზო ხომალდ ”კარნივალ-მეჯიკიზე” მყოფი 3 ქართველი მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. არსებობს ეჭვი, რომ ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, ებოლათი იყო დაავადებული.   

ქართველი მეზღვაურის ბაჩო გოგრიჭიანის მეგობარი ყვება, რომ სატელეფონო საუბრისას ბათუმელმა მეზღვაურმა ვარაუდი გამოთქვა, რომ შესაძლოა მას ებოლა დაემართა, რადგან გემზე ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

როგორც სატელეფონო საუბრიდან ირკვევა, ხომალდზე კარანტინია გამოცხადებული და სპეციალისტები ეკიპაჟის გასასინჯად ხვალ ავლენ.

ქართველი მეზღვაური მეგობართან საუბრისას ასევე იხსენებს, რომ, როგორც კი ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი ცუდად გახდა, მისი ხმელეთზე გადაყვანა გადაწყვიტეს, თუმცა ხომალდი არც ერთმა პორტმა არ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გემი ტეხასიდან მექსიკაში მიემგზავრებოდა, თუმცა განვითარებული მოვლენების გამო, მან გეზი იცვალა და უკან, ტეხასში დაბრუნდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები