03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
პრემიერის სახლთან აქციაზე "ტაბულას" ფოტორეპორტიორი დააკავეს

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან მიმდინარე აქციაზე დღეს „ტაბულას“ ფოტორეპორტიორი დააკავეს. რამდენიმე წუთში ტელე-კომპანიის დირექტორი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამ თემაზე საგანგებო ბრიფინგს გამართავს.

როგორც თამარ ჩერგოლეიშვილმა rusravi2.com-თან საუბრისას განაცხადა, ალექსანდრე გიორგაძემ დაკავებამდე პოლიციას განუმარტა, რომ ის ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და „ტაბულას“ ფოტორეპორტიორი იყო, თუმცა ის სამართალდამცავებმა მაინც აიყვანეს.

ჩერგოლეიშვილის თქმით, მას ამ ეტაპზე შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან მხოლოდ ის ინფორმაცია აქვს, რომ გიორგაძე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლითაა დაკავებული და აქციაზე დაპატიმრებულ სხვა პირებთან ერთად იმყოფება.

ჩერგოლეიშვილი „ტაბულას“ ფოტორეპორტიორის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს, და აცხადებს, რომ ჟურნალისტის საქმიანობისათვის ხელის შეშლა წარმოადგენს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.

ამავე თემაზე
დღის ამბები