03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
”ტაბულა” მოუწოდებს ხელისუფლებას თავი დაანებოს პოლიტიკური ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო სექტორის დევნას,“- ჩერგოლეიშვილი

„ტაბულა” მოუწოდებს ხელისუფლებას  დაკავდეს თავის საქმით, გახშირებული მკვლელობებისა და დანაშაულების აღკვეთით და თავი დაანებოს პოლიტიკური ოპოზიციის, მედიისა და სამოქალაქო სექტორის დევნას,“- ეს განცხადება „ტაბულას“ დირექტორმა რამდენიმე წუთის წინ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.

ჩერგოლეიშვილი სამართალდამცველ უწყებასთან „ტაბულას“ ფოტორეპორტიორისა და ღარიბაშვილის სახლთან დაკავებული სხვა პირების გათავისუფლების მოთხოვნით მივიდა.

იგი აცხადებს, რომ პოლიციელებმა ფოტორეპორტიორის დაკავებით დაარღვიეს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლი, რომელიც ჟურნალისტის საქმიანობისათვის ხელის შეშლას გულისხმობს, რადგან სამართალდამცველებმა იცოდნენ იმის შესახებ, რომ ალექსანდრე გიორგაძე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

ჩერგოლეიშვილის თქმით, პრემიერის და ოლიგარქის მყუდროება არ არის გადასახადის გადამხდელის უპირველესი სატკივარი და ის მოუწოდებს ხელისუფლებას - ობიექტურად გამოიძიონ „ტაბულას“ ფოტორეპორტიორისა და სხვა პირების დაკავებისას ჩადენილი სამართალდარღვევა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები