03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
შს სამინისტროში დაკავებულებთან ადვოკატები შეუშვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკავებულებთან ადვოკატები შეუშვეს. ეს ადვოკატები არიან: ირაკლი ზაქარეიშვილი, გოგა ონიანი და მალხაზ ველიჯანაშვილი.

ადვოკატები აქამდე ვერ ახერხებდნენ მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან შესვლას. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ამ დრომდე იმყოფებიან ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან დაკავებული ახალაიას მომხრეების ახლობლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცოტა ხნის წინ ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტი, ზაზა ხატიაშვილიც მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ სამინისტროს მხრიდან ადვოკატებისთვის შიგნით შესვლაზე უარის თქმა მათი უფლებების დარღვევაა. ხატიაშვილის თქმით ისინი მხოლოდ მას შემდეგ შეუშვეს დაკავებულებთან რაც ონიანი მას დაუკავშირდა და დახმარება სთხოვა.

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან დღეს დაახლოებით 19 საათსა და 30 წუთისთვის დააკავეს. პრემიერის სახლთან ბაჩო ახალაიას მხარდამჭერები მოსამართლეზე ზეწოლას აპროტესტებდნენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები