18 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
ასეთი მაღალი ინტერესის მქონე საქმეზე პატიმრობაში მყოფის უფლებებს ვინმე დაარღვევდა?!​ - თალაკვაძე რობაქიძის ბრალდებებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე  ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძეს ურჩევს შესაბამის უწყებებს მიმართოს. არჩილ თალაკვაძის თქმით, რობაქიძის კონტრბრალდებები სამარცხვინო და უსაფუძვლოა.

"ვინმეს ოჯახის წევრებზე, შვილებზე და მეუღლეებზე შეურაცხყოფა ეს არის სამარცხვინო. რაც შეეხება ამ კონტრბრალდებებს, არის დაუჯერებელი და ასეთი მაღალი ინტერესის მქონე საქმეზე, ვინმე დაარღვევდა პატიმრობაში მყოფი ადამიანის უფლებებს?! თუ, კიდევ რაიმე პრეტენზიები აქვს შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებებს,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები