03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
უამინდობით გამოწვეული საგზაო შეფერხებები აღმოფხვრილია

ძლიერი წვიმისა და მეწყრის შედეგად შეფერხებული საგზაო მიმოსვლა ამ დროისათვის თითქმის ყველა ცენტრალურ საგზაო მაგისტრალზე აღდგენილია. უამინდობით გამოწვეული სტიქიის გამო ავტომობილების გადაადგილება დასავლეთ საქართველოს რამდენიმე რეგიონში იყო შეფერხებული.

როგორც უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, სტიქიის შედეგად დაზარალდა იმერეთის, სამაგრელოს, გურიისა და აჭარის რეგიონები, რამდენიმე რაიონში დაიტბორა საავტომობილო გზები და საკარმიდამო ნაკვეთები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ბოძები.

შექმნილია საგანგებო შტაბი და ამ დროისთავის ვითარება კონტროლს ექვემდებარება. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. დღეიდან მთელ საქართველოში გამოიდარებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები