ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა. გრიპის ვირუსისა და რესპირატორული დაავადების გავრცელების გამო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში კარანტინი ისევ გრძელდება.
როგორც ოკუპირებული რეგიონის ე. წ. სანიტარულ სამსახურში აცხადებენ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სეზონური გრიპით დავადებულთა რიცხვი 140-დან 650-მდე გაიზარდა.
მათ შორის უმეტესობა მოზარდები არიან. კარანტინზეა გადასული სამედიცინო დაწესებულებებიც, სადაც პაციენტებთან ახლობლების შეშვება აკრძალულია.