21 დეკემბერი 2024,   18:55
ვრცლად
22 წლის შშმ პირი მოძალადისგან დაორსულდა - ოჯახი 65 წლამდე მამაკაცის ლინჩის წესით დასჯას ითხოვს 

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის სახლს ახლა პოლიცია და ყვითელი ლენტი იცავს. სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც დაზარალებული გოგონას ოჯახმა 65 წლამდე მამაკაცის უმკაცრესად, ლინჩის წესით, დასჯა მოითხოვა.

პოლიციამ მოძალადე მამაკაცის დაკავების გადაწყეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ცნობილი გახდა ჩატარებული ექსპერტიზების შედეგები.

ფრიდონ ქანთარია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურებისთვის საკუთარ სახლში სასამართლოს განჩინების საფუძველზე აიყვანეს. 

"კურიერის" ინფორმაციით, გაუპატიურების შესახებ ოჯახმა მას შემდეგ გაიგო, როდესაც გოგონა ექიმთან გამოკვლევაზე მიიყვანეს და ფეხმძიმობა დადასტურდა.

ამის შემდეგ საქმეში პოლიცია ჩაერთო, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, გამოიკითხა ყველა, ვისაც დაზარალებულთან რაიმე სახის კავშირი ჰქონდა, დნმ-ის ნიმუშები აუღეს ყველა მამაკაცს, რომელიც მიმდებარე სახლებში ცხოვრობდა.

გამოძიება 137-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ სექსუალურ ძალადობს გულისხმობს.

საგამოძიებო მოქმედებები კვლავ გრძელდება. უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველები ამ დროისთვის როგორც დაზარალებულის, ასევე ბრალდებული პირის საცხოვრებელ სახლში იმყოფებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები