03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
ომბუდსმენი ქალთა დისკრიმინაციის თემაზე სპეციალურ ანგარიშს წარადგენს

საქართველოში ქალთა დისკრიმინაციის შესახებ სახალხო დამცველის აპარატი სპეციალურ ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშს „შრომით ურთიერთობებში ქალთა დისკრიმინაციის შესახებ“ სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი შერატონ მეტეხში გამართულ შეხვედრაზე დღეს წარადგენს.

დოკუმენტში საუბარია დასაქმების ადგილებში სექსუალური შევიწროების ფაქტებზე, კარიერული წინსვლის პროცესში დაწინაურების ხელშეშლასა და შრომის არათანაბარ ანაზღაურებაზე.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, ასევე ხშირია ქალთა მიმართ დისკრიმინაციის შემთხვევები წინასახელშეკრულებო და სახელშეკრულებო პირობებში, როდესაც ფეხმძიმობის, მშობიარობისა თუ ბავშვის მოვლის შვებულებისაგან თავის ასარიდებლად, ქალს უარს ეუბნებიან დასაქმებაზე ან ათავისუფლებენ სამსახურიდან. ომბუდსმენის აპარატი შესაბამის ფაქტებზე ადეკვატურ რეაგირებას ითხოვს.

„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შექმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებს რეკომენდაციებს საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე“, - განმარტა სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ეკატერინე სხილაძემ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები