22 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონას გაუპატიურებაში ბრალდებულ მამაკაცს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ამით მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა.
მანამდე სასამართლო სხდომა საქმეში დაზარალებულის ინტერესებიდან გამომდინარე დაიხურა.
თავად ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. დაკავებულის ადვოკატი მედიასთან საქმის დეტალებზე არ საუბრობს. 65 წლის მამაკაცი რამდენიმე თვის წინ მომხდარი დანაშაულის გამო ორი დღის წინ საკუთარ სახლში დააკავეს. დაზარალებული და ბრალდებული მეზობლები არიან.