03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
უმრავლესობა და უმცირესობა ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების შესახებ

ბოლო პერიოდში ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების შემაშფოთებელ ზრდაზე ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს განსხვავებული შეფასებები აქვთ. ძალადობას ორივე მხარე გმობს, თუმცა მაშინ, როცა მმართველი გუნდი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფის აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს, ოპოზიცია აცხადებს, რომ პრობლემა არა კანონის არარსებობა, არამედ მისი იგნორირებაა.

უმრავლესობის წევრი დავით ბერძენიშვილი ამბობს, რომ მან ბოდიშიც კი მოიხადა რესპუბლიკური პარტიის სახელით იმისათვის, რომ ვერ მოხდა პრობლემის ჯეროვანი აღქმა და რეაგირება.

„საჭიროა საკანონმდებლო უზრუნველყოფა, მენტალური ცვლილებები. რა თქმა უნდა, არის კონკრეტული უკმაყოფილების მიზეზები სამართალდამცავი ორგანოს მიმართ. როცა მოგმართავს ადამიანი, ის უნდა იყოს დაცული“, - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი გიგი წერეთელი კი ამტკიცებს, რომ საქართველოს კანონმდებლობა საკმარისად ითვალისწინებს ქალთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო ზომებს, თუმცა პრობლემა ისაა, რომ ეს კანონი არ ხორციელდება.

„კანონი არსებობს. მასში არის საკმადო ბევრი შემაკავებელი და დამსჯელი მექანიზმი, მაგრამ როგორც ჩვენ ვხედავთ ეს კანონი არ მუშაობს და ხელისუფლება იმის მაგივრად რომ კანონის აქტიურად განხორციელებაზე მუშაობდეს, ჩვენ გვესმის უცნაური შეფასებები, რომ კრიმინალი არ იზრდება, მაგრამ ეს დანაშაულები ხდება, თითქოს ოჯახური ძალადობის ეს ფქტები არ არის ამ კრიმინალის ნაწილი. ამ კანონს სჭირდება სერიოზული იმპლემენტაცია,“ - აცხადებს გიგი წერეთელი.

ამავე თემაზე
დღის ამბები