03 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
სოკოთი მოწამლული კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა

სოკოთი ინტოქსიკაციით კიდევ ერთი ბავშვი გარდაიცვალა. 10 წლის მოზარდის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. პაციენტი იაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

"ბავშვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა", - აცხადებენ იაშვილის კლინიკაში.

კლინიკის ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სოკოთი ინტოქსიკაციის 17 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ორი პაციენტი გარდაიცვალა. კლინიკაში მკურნალობას 7 ბავშვი განაგრძობს. ექიმები მათ მდგომარეობას სტაბილურად მძიმედ აფასებენ.

ტოქსიკოლოგები მოსახლეობას აფრთხილებენ, რომ თავი შეიკავონ ტყეში დაკრეფილი სოკოს მიღებისაგან.

ამავე თემაზე
დღის ამბები