03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
პრეზიდენტი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს ხვდება. მისი მიზანია დაისახოს ერთობლივი მიდგომა ქვეყანაში ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის ფაქტების პრევენციისათვის.

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლის, სოფიო შამანიდის განმარტებით, პრეზიდენტს სურს მოუწოდოს სასულიერო ლიდერებს, გამოიყენონ მათი ავტორიტეტი და ქადაგებისას ყურადღება გაამახვილონ ამ უკიდურესად შემაშფოთებელ ტენდენციაზე, რათა ხელი შეეწყოს ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციას.

„გვინდა ვთხოვოთ სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლებს, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, მოუწოდონ მრევლს, რომ შეწყდეს ძალადობა, განუმარტონ, რომ ქალი და კაცი არიან თანასწორუფლებიანი მოქალაქეები და მსგავსი რამ მიუღებელია ქართული საზოგადოებისა და ყველა რელიგიისთვის,“- განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საგანგებო განცხადებას პრეზიდენტი გააკეთებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები