09 სექტემბერი 2026,   17:39
ვრცლად
მიხეილ კალანდიას პროცესი დასკვნით ეტაპზე გადადის

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის ბრალდებულ მიხეილ კალანდიას პროცესი დასკვნით ეტაპზე გადადის. დღევანდელ სხდომაზე საბოლოო სიტყვა ბრალდების მხარემ უნდა თქვას, შემდგომ კი დაცვის მხარე გონივრულ ვადაში საკუთარ მოსაზრებებს მოამზადებს.

მიხეილ კალანდიას უფლებადამცველის განცხადებით, ის შეძლებს მისი უდანაშაულობის დამტკიცებას და საქმეზე გამამართლებელი განაჩენი დადგება.​

"დღეს პროკურორის დასკვნითი სიტყვა უნდა მოვისმინოთ, რის შემდეგაც დაცვას გვაქვს უფლება, გონივრულ ვადაში მოვამზადოთ მისი საპირწონე პოზიციები. მაგრამ სანამ ეს მოხდება, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამ თვეზე მეტია ასეთ ინტენსიურ რეჟიმში, თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, ბრალდებამ ვერც შეძლო წარმოდგენა ვერც ერთი პირდაპირი მტკიცებულების, ირიბი მტკიცებულებისაც კი, რომლითაც დადასტურდებოდა კალანდიას ბრალეული ქმედება," - განაცხადა მიხეილ კალანდიას უფლებადამცველმა ზურაბ თოდუამ. 

დღის ამბები