09 სექტემბერი 2026,   17:23
ვრცლად
პარტიის შიგნითაც "გაუბაზრდათ" ღალატი და ახლა ცდილობენ, სხვა თემაზე გადაიტანონ ყურადღება - იაგო ხვიჩია ოპოზიციაში დაპირისპირებაზე

დაპირისპირების მორიგი სერია ოპოზიციაში და 40 მილიონიანი გარიგების ირგვლივ ატეხილი სკანდალი. "ნაციონალური მოძრაობა" და "ახალი" ერთმანეთს ამორალურ ქცევას და საზოგადოებით მანიპულირებაში ადანაშაულებენ. ნიკა გვარამია ოპონენტებს პროტესტის დისკრედიტაციისთვის ფულის აღებას აბრალებს. 

"თავისუფალი ხალხის პარტიის" თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, პარტიის შიგნით ღალატი "გაუბაზრდათ".

"იმის გამო, რომ აბსურდულ სიტუაციაში არიან და ვერ ხსნიან, ვინ გადაუხადა და საიდან მოიტანეს 40 მილიონი, ჩვენ გვაბრალებენ რაღაც სულელეს, რომელზედაც მიაჩნიათ თვითონ, რომ გადავა ყურადღება. დეგენერატები არიან და იმიტომ. შურთ მე მგონი ჩვენი, იმიტომ, რომ თვითონ ბევრად უფრო ცუდ სიტუაციაში არიან ახლა ვიდრე რომელიმე პარტია ყოფილა ამ ქვეყანაში. პარტიის შიგნითაც, ბოდიში ჟარგონისთვის და გაუბაზრდათ ღალატი და ახლა ცდილობენ, რომ სხვა თემაზე გადაიტანონ ყურადღება და სხვას მოსცხონ ჩირქი, რაც არ გამოუვათ", - აცხადებს ხვიჩია. 

დღის ამბები