09 სექტემბერი 2026,   21:08
ვრცლად
"ევროკავშირის წარმომადგენელმა მოიცალა იმისთვის, რომ საქართველოზე ტყუილები ისაუბროს" - ნინო წილოსანი გაეროში გაკეთებულ განცხადებაზე

უარგუმენტო კრიტიკა, ორმაგი სტანდარტი და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი გაეროში ევროკავშირის წარმომადგენლის განცხადებას, რომელმაც საქართველოს მოუწოდა გააუქმოს ან გადახედოს ბოლოს მიღებულ კანონებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი აცხადებს, რომ ევროკავშირის წარმომადგენელი გაეროში საქართველოს შესახებ ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, ხოლო ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ქვეყანაზე თავდასხმები სრულიად გაუმართლებელი და ირაციონალურია:

"ევროკავშირის წარმომადგენელმა გაეროში მოიცალა იმისთვის, რომ საქართველოზე ტყუილები ისაუბროს. ცრუ განგაში ატეხოს, თითქოს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, ყველასთვის უკვე კარგად ნაცნობი, მათ შორის ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვისაც, თუ ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანებისთვის, რომ თითოეული ჟურნალისტი საქართველოში, იქნება ეს აქციის მონაწილე თუ სხვა, იყო კანონის შესაბამისად დაკავებული და რეაგირებაც შესაბამისი იყო მიცემული კანონთან მიმართებით.

ამის მიუხედავად, საქართველოს სახელი, ხმამაღლა ჟღერდა ამ ტრიბუნაზე ყველაზე არასწორი ფორმით. ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატებს არ დაუკარგავთ საქართველოს მიმართ ინტერესი ნეგატიურ ჭრილში და იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის დასუსტების პროცესს თავადვე ქმნიან და თავადვე უწყობენ ხელს, საქართველოზე ეს შეტევები ნამდვილად გაუმართლებელი და ირაციონალურია", - აცხადებს ნინო წილოსანი.

დღის ამბები