09 სექტემბერი 2026,   17:39
ვრცლად
ბრალდებას სამი ცრუპენტელა მოწმე პოლიციელის გარდა, არაფერი აქვს - ოქრუაშვილის დაცვის უფროსის ადვოკატი

ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის უფროსის, კობა კოშაძის პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. სასამართლოზე ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვა და მტკიცებულებების გაცნობა იგეგმება.

ადვოკატი ისევ აცხადებს, რომ კოშაძეს იარაღი ჩაუდეს და მასზე თითის ანაბეჭდები არ არსებობს. 

"სასამართლოში გრძელდება ბრალდების "მოწმეთა" და "მტკიცებულებათა" გამოკვლევა. ბრჭყალებში იმიტომ, რომ, რეალურად, მათ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნიათ. კობა კოშაძისგან არავის არაფერი არ უნდა, ის მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილის გამო ზის. ბრალდებას, გარდა სამი ცრუპენტელა მოწმისა, პოლიციელისა, რომელმაც ჩაუდო იარაღი, სხვა არაფერი არ აქვს და ასე, ამ ფორმით, შეუძლიათ ნებისმიერ ჩვენგანს ჩაუდონ ხვალ იარაღი," - განაცხადა კობა კოშაძის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა

დღის ამბები