03 ოქტომბერი 2024,   17:26
ვრცლად
"სხვა შუადღის" წამყვანები ძალადობის წინააღმდეგ

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გადაცემა „სხვა შუადღე“ ქალთა მიმართ ძალადობას გმობს. გადაცემის წამყვანებსა და თანაწამყვანებს მაისურები წარწერით - "ნამდვილი მამაკაცები არ ძალადობენ,“ - აცვიათ.

"სახუმაროდ საქმე ნამდვილად არ გვაქვს. არ გვიყუროს იმ ადამიანმა, ვინც ფიქროს, რომ ქალი უნდა იყოს სამზარეულოში, ვინც ფიქრობს, რომ ბავშვი მარტო ქალმა უნდა გაზარდოს, ვინც მიიჩნევს, რომ ყველა წარმატებული ქალი "კახპაა"! არ გვიყუროთ, ვინც ასე ფიქრობთ! ჩვენ ვგმობთ ქალთა მიმართ ძალადობას!" - განაცხადეს გადაცემა "სხვა შუადღის" წამყვანებმა პირდაპირ ეთერში.

გადაცემის წამყვანები ფიქრობენ, რომ ქალთა მიმართ ძალადობა რომელიმე ოჯახის კონკრეტული პრობლემა არ არის და ამაში საზოგადოებაა დამნაშავე.

ხუთშაბათს, 23 ოქტომბერს კი ტელეპროექტი "სხვა შუადღე" მთლიანად ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემას და მისი მოგვარების გზებს დაეთმობა.

ამავე თემაზე
დღის ამბები