09 სექტემბერი 2026,   17:39
ვრცლად
ვახტანგ გომელაური საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახალდანიშნულ ელჩს რან გიდორს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რან გიდორს შეხვდა.

შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და სამინისტროს შესაძლებლობების განვითარების კუთხით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

დღის ამბები