03 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
სტუდენტები მაღლივ კორპუსთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ

თბილისში სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ამ წუთებში ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან აქციის მონაწილეები ეკონომიკის სამინისტროს მიმართულებით გადაადგილდებიან.

თსუ-ს სტუდენტების საპროტესტო აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს სამხატვრო აკადემიის სტუდენტებმა და აქციას შეუერთდნენ.

სტუდენტების პროტესტი მაღლივი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზგასამართი სადგურის მშენებლობამ გამოიწვია. აქციის მონაწილეები ფაქტზე ეკონომიკის სამინისტროს დროულ რეაგირებას ითხოვენ. 

„ეს საგანმანათლებლო სივრცისთვის შეუსაბამოა, მოვითხოვთ ეკონომიკის სამინისტროსგან გამოიყოს ცალკე ტერიტორია აღნიშნული გაზგასამართი სადგურის მშენებლობისთვის. დაიცავით თსუ!" - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

დღის ამბები