24 აპრილი 2024,   05:30
ვრცლად
23 წლის ქალის სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლები ფიქრობენ, რომ მამაკაცი სწორად მოიქცა

გარდაბნის რაიონის სოფელ ყარაჯალაში მოკლული 23 წლის ქალის, ფატია ჰუსეინოვას მკვლელობის მოტივზე საუბრობენ ბრალდებულის, 33 წლის თელმან მუსტაფაევის ოჯახის წევრები და მეზობლები.

მათი ინფორმაციით, ყოფილმა ქმარმა ცოლი, სავარაუდოდ, ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.

მეზობლების განცხადებით, თელმან მუსტაფაევი სამუშაოდ რუსეთში იმყოფებოდა, აგროვებდა თანხას, რათა საქართველოში სახლი აეშენებინა და მეუღლესთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად ეცხოვრა.

"ის სწორად მოიქცა... 6 თვის წინ დაიჭირეს. შემდეგ ცოლთან შერიგება უნდოდა, თუმცა როდესაც ციხიდან გამოვიდა, გაიგო რომ მისთვის უღალატია, ვიღაცასთან მიმოწერა ჰქონდა. ამის ფაქტებიც არსებობს. ტყუილია, რომ ნარკოტიკებს მოიხმარდა," - განაცხადა ბრალდებულის მეზობელმა.

ამასთან, ბრალდებულის ბიძა უარყოფს მოკლული ქალის ოჯახის წევრების ინფორმაციას, რომ მისი ძმიშვილი წამალდამოკიდებული იყო.

"შემიძლია დავადასტურო, რომ ჩემი ძმისშვილი ნარკოტიკებს არ მოიხმარდა და ეს ინფორმაცია არის გამოგონილი. რამდენადაც ვიცი ის მეუღლესთან შერიგებას გეგმავდა," - განაცხადა ბიძამ.

მომხდარ მკვლელობასთან მოკლულის დედა აცხადებს, რომ რომ მისი ყოფილი სიძე იყო წამალდამოკიდებული, მოიხმარდა აკრძალულ პრეპარატებს, გამუდმებით ითხოვდა თანხას და ძალადობდა როგორც  მის შვილზე, ასევე მცირეწლოვან შვილიშვილებზე და მასზეც.

24 წლის ქალს ყელი გუშინ გამოჭრეს. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი ქმარი. მას 13-დან 17-წლამდე პატიმრობა ემუქრება.  

 

ავტორი: დავით ცაგარელი

 

დღის ამბები