03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ძალადობის ფაქტებს ეხმაურება

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი საქართველოს სტამბოლის კონვენციის რატიფიკაციისაკენ მოუწოდებს. ტორბიორნ იაგლანდი თბილისში იმყოფება. ის ილიას უნივერსიტეტის ლექტორის მაკა წივწივაძის მკვლელობას გამოეხმაურა.

იაგლანდის განცხადებით:, „პროფესორ წივწივაძის ტრაგიკული სიკვდილი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა სერიოზული პრობლემაა, რომლის იგნორირებაც დაუშვებელია. ეს პრობლემა მრავალ სერიოზულ გამოწვევას ქმნის მთელს მსოფლიოში. ევროპის საბჭოს სტამბოლის კონვენცია ინოვაციური ინსტრუმენტია, რომელიც ქალთა ძალადობის გარეშე ცხოვრების ხედვას აერთიანებს ევროპაში თუ მის მიღმა. მივესალმები საქართველოს მიერ 2014 წლის ივნისში, სტამბოლის კონვენციის ხელმოწერის ფაქტს და მოვუწოდებ საქართველოს, გააძლიეროს ძალისხმევა, რათა შეუერთდეს იმ 15 წევრ ქვეყანას, რომელმაც უკვე მოახდინა ამ კონვენციის რატიფიცირება“.  

სტამბოლის კონვენცია "ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ მიზნად ისახავს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი მექანიზმების გაძლიერებას.

ამავე თემაზე
დღის ამბები