03 ოქტომბერი 2024,   17:27
ვრცლად
ძალადობის პრობლემა ერთჯერადი რეაქციით ვერ მოგვარდება, - მაკა ჩიჩუა

საქართველოს პირველი ლედი ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების შემაშფოთებელ ზრდას ეხმაურება და აცხადებს, რომ მხოლოდ ერთჯერადი რეაქციით ეს პრობლემა ვერ მოგვარდება.

ამის შესახებ ჩიჩუამ დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პირველი ლედი პრეზიდენტთან ერთად სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლებს შეხვდა.

მან ძალადობის პრობლემის აღმოფხვრაში რელიგიის როლსა და საზოგადოებრივი აქტიურობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

„მარტო აღშფოთება და ერთჯერადი რეაქცია არ იქნება საკმარისი ამ პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა საზოგადოების მეტი ჩართვა ამ პროცესებში, ამიტომ ჩვენ კიდევ შევხვდებით,” - განაცხადა მაკა ჩიჩუამ.

დღის ამბები