18 ნოემბერი 2024,   16:21
ვრცლად
აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გაფიცვას გეგმავენ

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიაში პროტესტით დაწყებული ცვლილებები ისევ პროტესტით გრძელდება.

თანამშრომლები ახალ ხელმძღვანელობას ულტიმატუმს უყენებენ და მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში გაფიცვით იმუქრებიან.

ადმინისტრაციამ უზრუნველყოს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა, შემუშავდეს მაუწყებლის განვითარების სტრატეგიული გეგმა და დაცული იყოს დასაქმებულთა შრომითი უფლებები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც მხარეები უახლოეს პერიოდში უნდა შეთანხმდნენ.

ჟურნალისტები რედაქტორის თანამდებობაზე ფირუზ ბოლქვაძის დანიშვნასაც პროტესტებენ.

ჟურნალისტ თეონა ხარაბაძის თქმით, თუ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, გაფიცვა გაგრძელდება.

"ფირუზი როდესაც მოვა "ახალ ამბებში" დახვდება დაგეგმილი საინფორმაციო გამოშვება. უკვე ჩამოწერილია თემები, რაც უნდა გვქონდეს. ვნახოთ რა შემოთავაზება ექნება თავად, ჩვენ ისევ მოვითხოვთ მაია მერკვილაძის და შორენა ღლონტის სამსახურებში აღდგენას და თუ ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ისევ დავიწყებთ გაფიცვას," - აღნიშნა თეონა ხარაბაძემ.

დღის ამბები