19 მაისი 2024,   17:26
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნები ისრაელში - ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ პრემიერმა არჩევნებში გამარჯვება აღნიშნა

ისრაელის საპარლამენტო არჩევნებში ამჟამინდელი პრემიერის პარტია ლიდერობს. წინასწარი მონაცემებით, პარტია "ლიკუდს" პარლამენტში 37 ადგილი, მის კონკურენტის ბენი განცის პარტიას კი, 33 ადგილი ექნება.

მიუხედავად ამისა, ეგზიტპოლების თანახმად, ნეთანიაჰუ საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო რაოდენობის მანდატებს ვერ მოიპოვებს.

წინასწარი გამოკითხვებით, პრემიერის მემარჯვენე ფრთის ბლოკი 120 მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში 59 ადგილს დაიკავებს.

ეგზიტპოლების გამოცხადებისთანავე, ისრაელის პრემიერ მინისტრმა არჩევნებში გამარჯვება აღნიშნა.

ისრაელში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს მესამედ ჩატარებული არჩევნები იყო, რომლის საბოლოო შედეგები დღეს გახდება ცნობილი.

დღის ამბები